ვაკანსიის აღწერა:
შპს მსოფლიო განათლების აკადემია აცხადებს კონკურსს პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამის – „Front-end დეველოპმენტი“ – მოდულების
განსახორციელებლად პროფესიულ მასწავლებელთა შერჩევის მიზნით
მოდულები:
1. უცხო ენა – ინგლისური (ადგილზე სწავლება)
2. მეწარმეობა (დისტანციურად)
3. პიროვნული უნარები და ინტერპერსონალური კომუნიკაციები (ადგილზე
სწავლება)
4. ვებგვერდის მარკირება და სტილებით გაფორმება (დისტანციურად)
5. ვებგვერდის სტილიზაცია Sass/SCSS და Tailwind-ის გამოყენებით
(დისტანციურად)
6. ვებგვერდის ინტერაქტიულობა JavaScript-ით (დისტანციურად)
7. დინამიური ვებგვერდი TypeScript-ით (დისტანციურად)
8. React-ის გამოყენებით ვებგვერდის ეფექტები (დისტანციურად)
9. ვებგვერდის ოპტიმიზაცია (დისტანციურად)
10. ვერსიების კონტროლი Git ტექნოლოგიით (დისტანციურად)
11. დარგობრივი ინგლისური Front-end დეველოპმენტისთვის
(დისტანციურად)
12. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება (დისტანციურად)
ძირითადი მოვალეობები:
მოდულის დაგეგმვა და სასწავლო მასალის შემუშავება;
სასწავლო პროცესის წარმართვა კომპეტენციებზე დაფუძნებული
მიდგომებით;
სტუდენტთა შეფასება და შეფასების ინსტრუმენტების მომზადება;
ელექტრონულ პორტფოლიოებთან და შეფასების უწყისებთან მუშაობა;
სასწავლო პროცესის ადმინისტრირებაში მონაწილეობა და დოკუმენტაციის
წარმოება;
ხარისხის უზრუნველყოფის რეკომენდაციების შესრულება;
საკუთარი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია ერთ-ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება:
შესაბამისი განათლება (პროფესიული ან უმაღლესი –
ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი, პროფესიული მომზადების სერტიფიკატი)
არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში ბოლო 10
წლის განმავლობაში
შესაბამისი არაფორმალური განათლების სერტიფიკატები
აუცილებელია:
ქართული ენის სრულფასოვანი ცოდნა
ინგლისური ენის მინიმუმ A2/B1 დონეზე ცოდნა (B2 დონის ფლობა
ჩაითვლება უპირატესობად)
Word, Excel და PowerPoint-ის ცოდნა
პიროვნული უნარები:
პასუხისმგებლობის გრძნობა;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციისა და უკუკავშირის უნარი;
ინფორმაციის დამუშავებისა და გადაცემის უნარი;
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
ანაზღაურება:
ანაზღაურება განისაზღვრება შერჩეულ კანდიდატებთან ინდივიდუალური
გასაუბრების საფუძველზე.
კონკურსის ეტაპები:
1. განაცხადების გადარჩევა – არაუგვიანეს 2025 წლის 6 ივნისისა;
2. გასაუბრება (შესაძლებელია დისტანციურად) – 2025 წლის 9-11 ივნისი;
3. საბოლოო შერჩევა – არაუგვიანეს 2025 წლის 16 ივნისისა.
დამატებითი პირობები:
შერჩეულ კანდიდატებთან შესაძლებელია დაინიშნოს გამოსაცდელი ვადა
1-დან 6 თვემდე.
დოკუმენტაციის წარსადგენად:
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნოთ ელექტრონულად შემდეგ
მისამართზე:
khatia.aprasidze@weaedu.ge
Subject-ში მიუთითეთ სასურველი ვაკანტური პოზიციის დასახელება.
განაცხადების მიღების ვადა: 22 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით, 2025 წელი.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებსაიტს:
www.weaedu.ge